რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი

ოჯახისგან გამოქცეულ 18 წლის საუდელ გოგოს თავშესაფარი ავსტრალიამ და კანადამ მიანიჭა

AFP

18 წლის საუდელ გოგოს, რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნს, რომელიც ოჯახს გამოექცა, რადგან, მისი თქმით ისლამის უარყოფის გამო მოკვლით ემუქრებოდნენ, თავშესაფარი ავსტრალიამ მიანიჭა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტალიანდის იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათივე თქმით გოგონას თავშესაფარი კანადამაც შესთავაზა და ახლა მის გადაწყვეტილებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნი ოჯახს გამოექცა და ბანგკოკიდან ავსტრალიაში ჩასვლა და თავშესაფრის მოთხოვნა სურდა, თუმცა ის აეროპორტში დააკავეს და ქუვეითში დეპორტაცია ემუქრებოდა, სადაც მისი ოჯახი ამჟამად იმყოფება. გოგონა ამბობს, რომ ეშინია, რომ ოჯახი მას მოკლავს. მიზეზი ისლამზე უარის თქმაა.

ის ბანგკოკის აეროპორტის სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს ამბობდა. საბოლოოდ ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გოგონა არ დაედეპორტებინა. მისი მეეგობრები ამბობენ, რომ გოგონა სოციალურ მედიაში წამოწყებულმა კამპანიამ და გამოხმაურებამ გადაარჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით გოგონას მამა ტაილანდში ჩავიდა და ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ პასპორტის ნაცვლად მისთვის მობილური უნდა ჩამოერთმიათ.

ამჟამად მისი ტვიტერის ანგარიში წაშლილია. მიზეზად მოკვლის მუქარები სახელდება.

საუდის არაბეთში ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯება, თუმცა ტაილანდში საუდის არაბეთის საელჩოში უარყოფენ, რომ გოგონას ექსტრადიცია მოითხოვეს.

კომენტარები