ჩოგბურთი

შესაძლოა, ენდი მარიმ კარიერა ავსტრალიის ღია პირველობაზე დაასრულოს

ენდი მარი
Sky sport

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ თქვა, რომ შესაძლოა კარიერა მომდევნო კვირას ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონატზე დაასრულოს.

ის ATP-ის რეიტინგის სათავეში 2016 წელს მოექცა, თუმცა მალევე ტრავმის გამო ტურნირებს გამოეთიშა. გასულ წელს მას ფეხზე ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა.

მელბურნში პრესკონფერენციაზე საუბრისას მარიმ ცრემლები ვერ შეიკავა:

"მსურდა უიმბლდონამდე მივსულიყავი და შემდეგ დამესრულებინა კარიერა, თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას. არ ვიცი შევძლებ თუ არა ამ ტკივილის მიუხედავად კიდევ 5 თვე ვითამაშო. უკანასკნელი 20 თვეა ძლიერ ტკივილებს განვიცდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ შვება არ არის. ახლა უკეთ ვარ, ვიდრე 6 თვის წინ, მაგრამ ტკივილი მაინც ძლიერია. რაღაც დონეზე თამაში კვლავ შემიძლია, მაგრამ არა ისე, როგორც ვთამაშობდი." თქვა მან.

მიუხედავად ამისა ენდი მარი მომდევნო კვირას პირველ შეხვედრას მსოფლიოს 22-ე ნომერთან, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან გამართავს.

31 წლის შოტლანდიელ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე დიდი სლემის სამი ტურნირი აქვს მოგებული (უიმბლდონი 2013 და 2016 წლებში ხოლო ამერიკის ღია პირველობა 2012 წელს), აღებული აქვს ოქროს მედალი 2012 წლის ლონდონის და 2016 წლის რიოს ოლიმპიადებზე, ხოლოდ 2016 წელს 1936 წლის შემდეგ პირველად მოუპოვა დიდ ბრიტანეთს დეივისი თასი.

BBC სპორტთან საუბაში მან თქვა, რომ შესაძლოა მეორე ოპერაცია გაკითოს, თუმცა კვლავ დაუბრუნდება თუ არა თამაშს უცნობია.

"ათლეტებს გაუკეთებიათ მსგავსი ოპერაციები და დაბრუნებულან სათამაშოდ - მაგრამ არა ჩოგბურთში." თქვა მან. მარი უფროს ძმასთან, ასევე ჩოგბურთელ ჯეიმი მარისთან ერთად კვლავ წყვილში თამაშსაც გამორიცხავს.

კომენტარები