CBS

Criminal Minds მე-15 სეზონის გამოსვლის შემდეგ დასრულდება

CBS-ის გრძელვადიანი სატელევიზიო შოუ Criminal Minds მე-15 სეზონის შემდეგ დასრულდება. E! News-ის ცნობით, ბოლო, მე-15 სეზონში 10 ეპიზოდი იქნება. 

ამ დროისთვის Criminal Minds-ის მე-14 სეზონის მე-15 ეპიზოდს იღებენ. 2018 შემოდგომაზე პოპულარულმა სერიალმა მე-300 ეპიზოდის გამოშვება იზეიმა. მაშინ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ერიკა მესერმა, E! News-თან საუბრისას თქვა, რომ მას კიდევ 300 ეპიზოდის ნახვაც შეეძლო.  

"ეს არის სამყარო უსასრულო ამბებით, რადგან ეს ყველაფერი ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც უსასრულოა. მანამ, სანამ ჩვენ გვეყოლება გმირები, რომლებსაც 'ცუდი ბიჭების' დევნა მოსწონთ, ჩვენ შეგვიძლია, ეს სერიალი გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ,"- თქვა მესერმა.

Criminal Minds-ის დასრულება მასში მონაწილე მსახიობებისთვის რთული გადასატანი იქნება, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთს ძალიან მიეჩვივნენ.

კომენტარები