უბედური შემთხვევა

მარნეულში 15 წლის გოგო სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

შსს

მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ოთახში ბუნებრივი აირის გამათბობელთან უგონო მდგომარეობაში ნახეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ეს გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

კომენტარები