ავტოავარია

სასწრაფო დახმარების მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

metro.us

სასწრაფო დახმარების მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მას გამოძიება სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება აღნიშნავს, რომ მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩაეძინა.

წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება ადვოკატი. მისი თქმით, აუცილებელია დამატებითი ფსიქოლოგიური ექსპერტიზების ჩატარება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყოს რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე.

ავტოავარია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მუშებს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო თორმეტმა - სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ექიმებმაც. ერთ დაშავებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

კომენტარები