საავიაციო ბაზარი

2018 წელს, საქართველოში ყველაზე მეტი მგზავრი ავიაკომპანია Wizzair-მა გადაიყვანა

WizzAir

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს მგზავრთნაკადი 23%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით, 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია.
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 598 891 მგზავრს, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. გადაიყვანეს 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წელს;

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამ ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: Wizz Air, Turkish Airlines და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია Wizz Air – 587 179 მგზავრი (12%);
  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 559 749 მგზავრი (11%);
  • ავიაკომპანია Georgian Airways – 550 831 მგზავრი (11%);
  • ავიაკომპანია Ural Airlines – 294 000 მგზავრი (6%);
  • ავიაკომპანია Fly Dubai – 250 296 მგზავრი (5%);

კომენტარები