თვითმკვლელობა ბორჯომში

ბორჯომში, მდინარე მტკვარში 64 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

სამხრეთის კარიბჭე

პოლიციამ მდინარე მტკვარში 64 წლის ქალის ცხედარი იპოვა. თავდაპირველად, გამვლელებმა ბორჯომში მდებარე სილამაზის ხიდზე ქალის ქურთუკი და სხვა ნივთები ნახეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალს ღამე სახლში არ გაუთენებია. 

ბორჯომის რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები