სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია

ზურაბიშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში უარყოფითი ანალიზი არ მინახავს

0 კომენტარი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის შესახებ უარყოფითი არაფერი წაუკითხავს. 

"ალბათ სხვადასხვანაირად ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, იმიტომ რომ მე იქ უარყოფითი ანალიზები არ მინახავს. როგორც ყველა ქვეყნის არჩევნების მიმართ დღევანდელ დღეს პრაქტიკულად ყველგან არის შენიშვნები, ხარვეზები და არსად ტარდება იდეალური არჩევნები, მაგრამ არც ერთმა ორგანიზაციამ მკვეთრი პოზიცია არ დაიჭირა ამის მიმართ. 

რომ არა ერთი საკითხი, რაც ნამდვილად არის დემოკრატიის დარღვევა - 4 პარტიის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარება. ეს არის მთავარი დემოკრატიული პრინციპის - ამომრჩევლის გადაწყვეტილების პატივისცემის დარღვევა", - თქვა ზურაბიშვილმა სალომე ზურაბიშვილმა ტაბულას კითხვის პასუხად. 

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე არსებული პერიოდი მწვავედ არის გაკრიტიკებული. 

მათ შორის ეუთოს ანგარიშში საუბარია დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ნეგატიურ კამპანიაზე, ხისტ რიტორიკასა და ძალადობრივი ინციდენტებზე, რომელსაც ამ პერიოდში და კენჭისყრი დღეს ჰქონდა ადგილი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები