კრიმინალი

შსს: დავაკავეთ ადამიანი, ვინც ბორჯომში ორი ბინა გაქურდა - ამოღებულია ოქროს ნივთები

0 კომენტარი
ფოტო: შსს

საქართველოშ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში 2 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ქალაქ ბორჯომში, ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე 2 მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები