როსკოსმოსი

რუსეთმა საკუთარ ერთადერთ რადიო ტელესკოპთან კავშირი დაკარგა

Roskosmos

რუსეთის ერთადერთი რადიო ტელესკოპი დედამიწიდან მითითებებზე აღარ რეაგირებს.

ტელესკოპი Spektr-R სატელიტზეა განთავსებული, რომლის კომუნიკაციების სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა. როსკოსმოსის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ კავშირის აღდგენა მოხერხდება.

ტელესკოპი კოსმოსში 2011 წელს გაუშვეს და მან ფუნქციონირების მოსალოდნელ ვადას, 5 წელს უკვე გადააჭარბა.

ახალ, მსგავს სატელიტს რუსეთი და გერმანია კოსმოსში მიმდინარე წელს გაგზავნიან.

კომენტარები