არქეოლოგია

შუა საუკუნეების ქალის ჩონჩხის კბილებში აღმოჩენილი პიგმენტით დადგინდა, რომ ის გადამწერი იყო

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ გერმანიაში, ქალთა მონასტრის შუა საუკუნეების სასაფლაოზე აღმოჩენილი ქალის ჩონჩხის კბილებში არსებული პიგმენტით დგინდება, რომ ის გადამწერი იყო, ამასთანავე მაღალი დონის ხელოვანი.

ქალის, რომელიც მეცნიერების აზრით 997-დან 1160 წლებამდე შუალედში, 45-60 წლის ასაკში გარდაიცვალა, კბილებში ლურჯი პიგმენტი აღმოაჩინეს. ანალიზმა აჩვენა, რომ პიგმენტი ულტრამარინია, რომელიც ავღანური, ლაპის-ლაზურის ძვირფასი ქვის ნამსხვრევებისგან მზადდება.

შუა საუკუნეებში ქვა მხოლოდ ავღანეთში მოიპოვებოდა და ისეთივე ძვირფასი იყო, როგორც ოქრო. ულტრამარინი და ოქროს ფურცლები მონასტრებში რელიგიური დაწესებულებების და დიდგვაროვნებისათვის განკუთვნილი ხელნაწერების მოსახატად და გასაფორმებლად გამოიყენებოდა, თუმცა მათი ფასიდან გამომდინარე ამ მასალებით მუშაობის უფლება მხოლოდ მაღალი დონის დახელოვნებულ ოსტატებს ჰქონდათ.

ამ დრომდე არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი სტატუსი ქალებს ჰქონოდათ. აღმოჩენა კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ მონასტერში ქალს, რომელსაც აღმოჩენილი თავის ქალა ეკუთვნის, ძვირადღირებულ პიგმენტთან ჰქონდა შეხება.

კვლევის მიხედვით მონასტებში აღმოჩენილი წიგნების 15%-ზე ნაკლებს აქვს ქალების სახელი. მე-12 საუკუნემდე ეს რიცხვი 1%-ზე ნაკლები იყო. თუმცა აღმოჩენილია რამდენიმე წიგნი, რომლებიც მე-8 საუკუნით თარიღდება და რომელთა გადამწერები ქალები იყვნენ.

ვინაიდან მონასტერი მე-14 საუკუნეში ხანძარმა გაანადგურა, იქ დაცული ხელნაწერები შემონახული არ არის. შესაძლოა, ეს თავის ქალა აღმოჩნდეს ერთადერთი, რაც მონასტერში მიმდინარე საქმიანობაზე მიუთითებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები