ივანკა ტრამპი

გავრცელებული ცნობით, მსოფლიო ბანკის დირექტორის პოსტზე ივანკა ტრამპი განიხილება

ივანკა ტრამპი
Getty Images

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დირექტორის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის და მრჩევლის, ივანკა ტრამპის კანდიდატურაც განიხილება.

ჯიმ იონგ კიმი, რომელსაც პოსტზე 3.5 წელი ჰქონდა დარჩენილი, მოულოდნელად გადადგა და მიზეზად დონალდ ტრამპთან გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვილების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. ის თანამდებობაზე ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაინიშნა და შემდეგ ხელახლა 2016 წელს აირჩიეს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კიდევ ერთ კანდიდატად გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილიც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ წელიწადნახევრიანი სამსახურის შემდეგ ნიკი ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გასული წლის ოქტომბერში გააკეთა.

მაშინ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გაეროში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე მისი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი "დინამიტი" იქნებოდა, თუმცა ის რომ დანიშნოს ნეპოტიზმში დაადანაშაულებენ.

"მინდა გითხრათ, რომ ვიცი, ივანკა დინამიტი იქნებოდა. მაგრამ, ხომ იცით, ნეპოტიზმში დანაშაულებდნენ. ჩემი აზრით ივანკა შესანიშნავი იქნებოდა. ნოპოტიზმში დამადანაშაულებდნენ მიუხედავად იმისა, რომ მასზე უფრო კომპეტენტური მსოფლიოში არავინაა." უთხრა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

კომენტარები