კრიმინალი

4 ცხენის ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში ცხენის ქურდობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოჰპარა. პოლიციამ მოპარული ცხენები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან იმავე დღეს ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს - ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები