სუმო

ტრავმირებული ტოჩინოშინი ბაშოს პირველ დღეს დამარცხდა (ვიდეო)

ქართული სუმოს ქომაგები

13 იანვარს, ჰაცუ ბაშოს პირველ დღეს, ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე დამარცხდა.

ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ჰოკიტოფუჯი იყო, რომელმაც ქართველ ფალავანს ოშიდაშით მოუგო.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 0:1-ზე აქვს. როგორც ცნობილია ის ტრავმირებული იბრძვის. ქართველს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება.

კომენტარები