კრიმინალი

შსს: თბილისში "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსაასროლი იარაღი ამოიღეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1984 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ბ.ი.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, "აკს-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "უზკონის" მოდელის თოფი, მჭიდი და 37 ვაზნა ამოიღეს", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები