საფრანგეთი

პარიზის საცხობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

AFP

პარიზის ცენტრში მდებარე საცხობში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება გუშინ მოხდა. ადგილზე დაიღუპა ორი მეხანძრე და ერთი ესპანელი ტურისტი.

ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა ერთი ქალი, რომლის ცხედარი ნანგრევებში დღეს იპოვეს.

აფეთქების შედეგად დაშავდა 37 ადამიანი, მათგან 10-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

 

კომენტარები