აშშ

ტრამპი უარყოფს, რომ პუტინთან საუბრის დეტალები დამალა

The New York Times

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ პუტინთან საუბრის დეტალები დამალა.

"არაფერს ვმალავ. არ მადარდებს. ნებისმიერს შეეძლო მოესმინა ამ შეხვედრისათვის. რუსეთზე ბრალდებები შეთქმულებაა." თქვა მან.

The Washington Post-ის მიხედვით 2017 წელს მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა რამდენიმე შემთხვევაში თარჯიმნებს მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერები ჩამოართვა, მათ შორის 2017 წელს ჰამბურგში პუტინთან შეხვედრის შემდეგ. გარდა ამისა გასულ წელს ფინეთის დედაქალაქში ტრამპსა და პუტინს შორის გამართული ორსაათიანი შეხვედრის ჩანაწერი არ არსებობს.

New York Times-ს მიხედვით გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებდა ტრამპის რუსეთისათვის საიდუმლოდ მუშაობის შესაძლებლობას, თუმცა საბოლოოდ ეს გამოძიება რობარტ მალერის გამოძიებასთან გაერთიანდა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლს და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან მათ კავშირს იძიებს.

გამოძიებასთან თანამშრომლობენ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. კოენს და მანაფორტს სხვა კანონდარღვევების გამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

კომენტარები