Instagram

Instagram-ზე კაილი ჯენერის რეკორდის მოხსნას კვერცხით ცდილობენ

ინსტრაგრამზე უცნობმა ჯგუფმა შექმნა ანგარიში @world_record_egg რომელზეც კვერცხის ერთი ფოტოა განთავსებული. მათ სურთ ამერიკელი მოდელის, კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნან და 18 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვონ.

ინსტაგრამზე ყველაზე მეტი, 18 მილიონი მოწონება კაილი ჯენერის ფოტოს აქვს, რომელზეც მისი შვილია.

კვერცხის ფოტოს უკვე 12 მილიონამდე მოწონება აქვს.

 

კომენტარები