სომხეთი

სომხეთის ახლადარჩეული პარლამენტი პირველ სხდომას დღეს გამართავს

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

სომხეთის ახლადარჩეული, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. 

დღის წესრიგში შვიდი საკითხია შესული. პარლამენტის პირველ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილების კანონპროექტს განიხილავენ. 

ასევე, პარლამენტმა მუდმივმოქმედი კომიტეტები უნდა დააკომპლექტოს და მათი თავმჯდომარეები უნდა აირჩიოს. 

ახალ პარლამენტში 132 დეპუტატია. ისინი სამ ფრაქციად იყოფიან: ბლოკი "ჩემი ნაბიჯი" (88 მანდატი), პარტია "აყვავებული სომხეთი" (26) და პარტია "ლუსავორ აიასტან" (18 მანდატი).

არჩევნები სომხეთში 9 დეკემბერს ჩატარდა. მასში 11 პოლიტიკური პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ალიანსმა 70.4% მიიღო. 

ყოფილმა მმართველმა "რესპუბლიკურმა პარტიამ (HHK) ხმების 4,7% მიიღო და 5%-იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლო, შესაბამისად, პარლამენტში, რომელიც 101 დეპუტატისგან შედგება, მანდატს ვერ მოიპოვებს. 

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2022 წელს უნდა გამართულიყო. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერი სერჟ სარგისიანი გადადგა და მთავრობის დროებითი მეთაური ნიკოლ ფაშინიანი გახდა. ოქტომბერში თანამდებობა თავად ფაშინიანმაც დატოვა - სწორედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოტივით. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები