ტექნიკური დათალიერება

მანქანებს, რომლებსაც ტექ. დათვალიერება არ გაუვლიათ დღეიდან "ჭკვიანი კამერებიც" დააჯარიმებენ

panoramio.com

ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ დღეიდან ე.წ "ჭკვიანი კამერებიც" დააჯარიმებენ. ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელები ტელეფონზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

"საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება." - წერია შსს-ს განცხადებაში.

ყველა კატეგორიის ავტომობილისათის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის დადგენილება ძალაში 1 იანვარს შევიდა, თუმცა ჯარიმას კამერების მიხედვით არ წერდნენ. 

კომენტარები