კანიე უესტი

BILLBOARD: კანიე უესტმა Coachella-ზე გამოსვლაზე უარი თქვა, რადგან გიგანტურ გუმბათს არ უშენებენ

getty images

რეპერმა კანიე უესტმა უარი თქვა ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალში Coachella მონაწილეობის მიღებაზე, სადაც ის ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო. Billboard წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამის მიზეზი მუსიკოსსა და ორგანიზატორებს შორის უთანხმოება გახდა. 

უესტმა განაცხადა, რომ მას არ სურდა Coachella-ზე გამოსვლა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა ფესტივალში მონაწილეობას, თუ ფესტივალის ტერიტორიაზე გიგანტურ გუმბათს აუგებენ, რომლის შუაგულშიც თვითონ დადგებოდა. ასევე, ორგანიზატორებისგან სპეციალური ვიდეო-ეფექტებით გაფორმებას ითხოვდა. Coachella-ს ორგანიზატორებმა მას უპასუხეს, რომ 4 თვეში გუმბათის აგებას ვერ მოასწრებენ. ამასთან, რომც მოესწროს გუმბათის აგება, საჭირო გახდება ფესტივალის ტერიტორიის შეცვლა და ძალიან დიდი რაოდენობით ბიოტუალეტებისთვის ადგილის შეცვლა. Billboard-ის ცნობით, ამაზე კენიე უესტმა ორგანიზატორებს უპასუხა, რომ ის "შემოქმედებითი არტისტია, რომელიც ტუალეტებზე ლაპარაკში დროს ვერ დაკარგავს".

ამიტომაც, Coachella-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა მუსიკოსთან მოლაპარაკებები გაწყვიტეს და რეპერი არიანა გრანდეთი ჩაანაცვლეს. 

Coachella-ს ყოველწლიური ფესტივალი 12 აპრილს დაიწყება და 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 

კომენტარები