დავით მათიკაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ბესელიას მათიკაშვილი შეცვლის

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. 

საკითხს კენჭი კომიტეტის სხდომაზე დღეს უყარეს. მათიკაშვილის კანდიდატაურას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 28 დეკემბერს ეკა ბესელიამ პოსტი დატოვა, მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა მის ერთ-ერთ მოადგილეს უნდა შეესრულებინა. ბესელიას გადაწყვეტილებით, კომიტეტისთვის გედევან ფოფხაძეს უნდა ეხელმძღვანელა, თუმცა, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში მმართველი გუნდი შეიკრიბა და ფოფხაძის კანდიდატურა კომიტეტიდან გაიწვია. მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

დავით მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტულებით, ის 2017 წლის 25 მაისიდან განმწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. 

კომენტარები