ავიკატასტროფა

ირანში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 15 ადამიანი

Reuters

ირანში Boeing 707 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 16 ადამიანიდან 15 დაიღუპა. გადარჩენილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავიაკატასტროფის მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავს ყირგიზეთიდან ხორცი გადაჰქონდა. მას დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა და დასაფრენი ბილიკის ბოლოს კედელს შეეჯახა.

ირანული მხარე ამბობს, რომ თვითმფრინავი ყირზიგეთს ეკუთვნოდა, თუმცა ყირგიზეთის აეროპორტის სპიკერის თქმით თვითმფრინავი ირანს ეკუთვნის.

კომენტარები