ამინდის პროგნოზი

"თოვლ-ჭყაპი, თოვა, ნისლი, შტორმი და ქარბუქი" - როგორი ამინდი იქნება 18 იანვრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

"17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები