გრიპის ვირუსი

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გორში 10 თვის ბავშვი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: emm-a-man.com

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გორის მუნიციპალიტეტში 10 თვის ბავშვის დაღუპვის მიზეზი H1N1 ცირუსი, იგივე ღორის გრიპია.

როგორც ცნობილია, ახალშობილს გრიპის ვირუსთან ერთად წითელაც ჰქონდა.

გოგონა 8 იანვარს გარდაიცვალა. მაშინ აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

H1N1 ვირუსით ამ დროისათვის საქართველოში სულ 16 ადამიანი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები