დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ზარდიაშვილი: საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებთ დეტალურად გავცემ პასუხს

http://kvira.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.

"რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, მე თავს ვიკავებ განცხადებების გაკეთებისგან იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში მიმდინარე პროცესები და შესაბამისად, გუნდის გადაწყვეტილება, ამიტომ, მე ვაკვირდები პროცესებს და უახლოეს მომავალში დეტალურად, საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებით გავცემ პასუხს",- ამბობს ზარდიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა დეკემბრის ბოლოს დატოვა. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ზარდიაშვილს ვერ დაუტოვებდა. ბესელიას თქმით, თანამდებობიდან მოსამართლეების არჩევის პროცესის შესაჩერებლად გადადგა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი მოსამართლეების სიას არ გაიწვევს, თუმცა ეს სია განახლდება. 

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. საკითხს კენჭი კომიტეტის სხდომაზე დღეს უყარეს. მათიკაშვილის კანდიდატაურას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. 

კომენტარები