აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: USDA

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება. 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებათა გეგმა მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.

"კომისიამ ასევე შეაჯამა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გასული წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა, გასული წლების გამოცდილებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული გეგმა კი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის",- ამბიბენ მტავრობის ადმინისტრაციაში. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ამ პროცესში უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას, მათ შორს რეგიონულ დონეზე, რასაც, პრემიერის დავალებით, მისი მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უზრუნველყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები