ტანვარჯიში

ტანმოვარჯიშე, რომელმაც უნაკლო შესრულებით ინტერნეტი დაიპყრო - ვიდეო

კოლეჯებს შორის ტანმოვარჯიშეთა ტურნირზე, 21 წლის კეტლინ ოჰაშიმ დამსწრე საზოგადოება სახტად დატოვა, პერფომანსი 2 უმაღლესი ქულით შეაფასეს, რაც საბოლოო ჯამში 2019 წლის ტოპ შეფასებაა.

შაბათ საღამოს, კეიტლინ ოჰაში Anaheim Arena -ზე საზოგადოების წინაშე წარმოუდგენლად რთული ნომრით წარსდგა.

ის ხტებოდა ძალიან მაღლა ჰაერში, ხოლო მისი ყველა დაშვება მიწაზე ძალიან მსუბუქი იყო.

"10 ქულა საკმარისი არ არის მისი შესრულების შესაფასებლად" - ამ სათაურით Ucla gimnastic-ის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო გამოაქვეყნა სადაც აშკარაა, რომ შეფასება გადაჭარბებული სულაც არაა.

ვიდეო კვირას გამოქვეყნდა, ორშაბათს დღის პირველ ნახევარში მას უკვე 18 მილიონ ნახვაზე მეტი ჰქონდა.

როგორც ჩანს ოჰაში პირველად არ იპყრობს მსოფლიოს, Washington Post-ის მიხედვით 2018 წლის pac-12 ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონატზე მან პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო მისმა ვიდეომ 4 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

მან მსოფლიო ელიტარულ ტანმოვარჯიშეთა სია 5 წლის წინ დატოვა, მას შემდეგ რაც მოუწია მისი მიმართულებით წამოსულ კრიტიკისთვის თვალი გაესწორებინა. მიუხედავდ იმას, რომ ის ვერ წარდგება ოლიმპიურ თამაშებზე უახლოეს პერიოდში, ის გაცილებით უფრო ბედნიერია დღეს და ალბათ, ამიტომაც არის მისი ნომერი ასეთი საინტერესო სანახავი.

კომენტარები