აბდულა სალამ მაფტუნი ავღანეთიდან არის, ის ქორწილების მომღერალია და ცნობილი იმით გახდა, რომ კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს ჰგავს.
29 წლის კაცი სიმღერის კონკურსში - ავღანეთის ვარსკვლავში მონაწილეობს.
ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა კაცს უთხრა, რომ ძალიან ჰგავდა ჯასტინ ტრუდოს.
"არაფერი ვიცოდი ჯასტინ ტრუდოს შესახებ სანამ სურათები არ ვნახე სოციალურ ქსელში. მსგავსებამ ჩემი გამარჯვების შანსი 50%-ით გაზარდა", - თქვა აბდულ სალამ მაფტუნიმ.
29 წლის კაცი კონკურსის ფინალში გავიდა. იგი ჯასტინ ტრუდოსთან მსგავსების გამო ავღანეთში ძალინ პოპულარული ადამიანი გახდა.
აბდულა სალამ მაფტუნს ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრაც სურს.
"იმიტომ რომ ის გლობალური პიროვნებაა, მე კი ღარიბი ადამიანი ვარ ავღანეთიდან", - თქვა მან.