ბრაზილია

ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრი: ჟიზელ ბუნდჰენი ცუდი ბრაზილიელია

ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მთავრობის წევრმა, ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტერეზა კრისტინა დიასმა ბრაზილიელ სუპერმოდელს, ჟიზელ ბუნდჰენს ცუდი ბრაზილიელი უწოდა. დიასმა მოდელი გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივიზმის გამო გააკრიტიკა:

"აბსურდულია, რას უკეთებენ დღეს ბრაზილიის იმიჯს. რატომღაც ისინი ხატავენ ბრაზილიის და მისი ინდუსტრიის მცდარ სურათს. ბოდიში, ჟილელ ბუნდჰენ, შენ უნდა იყო ელჩი და თქვა, რომ შენი ქვეყანა იცავს, შენი ქვეყანა ტყის დაცვაში მოწინავეა და არა დადიოდე და ბრაზილიას ფაქტების ცოდნის გარეშე აკტირიკებდე." თქვა მან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს შემდეგ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მოდელს მთავრობა შესთავაზებს გახდეს ქვეყნის ბუნების დაცვის პოლიტიკის ელჩი.

"მე ვთქვი, რომ ჟიზელ ბუნდჰენს შეუძლია გახდეს ბრაზილიის ელჩი და აჩვენოს, რომ ჩვენ მსოფლიოსათვის აგრარულ პროდუქტებს ვქმნით და ამავე დროს გარემოსაც ვიცავთ. მოდელი მალე მიიღებს ჩვენს მოწვევას." დაწერა მან.

ბუნდჰენი ამაზონის ჯუნგლების დასაცავად იბრძოდა. მან საკუთარ მშობლიურ ქალაქში ინიციატივა სუფთა წყალი წამოიწყო და 2009 წლიდან გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის კეთილი ნების ელჩია. მას გარემოს დაცვის ორგანიზაციებისაგან რამდენიმე ჯილდოც აქ მიღებული, ერთ-ერთი იმისათვის, რომ 2017 წელს ყოფილი პრეზიდენტი დაარწმუნდა 600,000-მდე ჰექტარი ტყე სხვადასხვა პროექტებისათვის არ გადაეცა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ტემერმა ტყის გადაცემის დერეგულაციას ხელი მაინც მოაწერა.

ბოლსონაროს კამპანიის ნაწილს ამაზონის ჯუნგლების დაცული ტერიტორიების გარემოს დაცვის სააგენტოსათვის ჩამორთმევა და აგრარულ სექტორში ჩართვა წარმოადგენდა. ის დონალდ ტრამპის მსგავსად პარიზის კლიმატის ცვილების შეთანხმებასაც აკრიტიკებს.

კომენტარები