უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ბოკერია: ზიანის მომტანია თითოეული დღე, როცა ხელისუფლება უკრაინას ავტოკეფალიას არ ულოცავს

0 კომენტარი
ფოტო: ევროპული საქართველო

ვროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ საეკლესიო საკითხი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია არის "შერწყმული პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს, მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიაში და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ".

გიგა ბოკერიას თქმით, აღნიშნული მოვლენა დიდი მნიშვნელობის მქონეა, როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ისე გეოპოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით და მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას არ წარმოადგენს.

"ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი, თუ როგორ იყენებს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი, ჩვენ წინააღმდეგ, პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტულ ომში,ჩვენი ქვეყნის შიგნით თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ევროპულმა საქართველომ ძალიან მკაფიოდ მიულოცა უკრაინელ ხალხს ეს გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია არც პრემიერმინისტრისგან, არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, არც ქართული ოცნების არცერთი ლიდერისგან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისგან, მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, გაუგებარი იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვებას არ ულოცავს, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს. ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტის ეს განცხადება ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ხელისუფლება და ეკლესია გაყოფილია.

გიგა ბოკერიამ ასევე ისაუბრა, იმაზე თუ რადენად დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებისა, თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის, მთავრობის მხრიდან ამ საკითხის უგულებელყოფა.

"თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ ულოცავს უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე. ველით ხელისუფლების პასუხს, რა არის მათი პოზიცია და რატომ აქვთ ეს პოზიცია, ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ, ეს არასწორია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ეს არასწორია საღი აზრის თვალსაზრისით.

არ ეგონოთ, რომ თუ არიდებენ კომენტარს თავს, არ მოუწევთ დეტალური პასუხების გაცემა ამ საკითხზე იმიტომ, რომ ევროპული საქართველო გამოიყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, შეზღუდულს, მაგრამ რაც გაგვაჩნია პარლამენტში, იმისთვის, რომ მოვთხოვოთ მათ პასუხი და აუხსნან ქართულ საზოგადოებას თავისი პოზიცია", - ამბობს გიგა ბოკერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები