ბესელიას გადადგომა

კობახიძე: ბესელიასთვის ვიცესპიკერობის შეთავაზებას საფუძველი ჰქონდა, ეს შიდა სამზარეულოა

პარლამენტის პრესსამსახური

"ეკა ბესელიასთვის ვიცესპიკერის პოზიციის შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს“,- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, იმის შესახებ, რომ ვიცესპიკერის თანამდებობის შეთავაზებით, მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორება სურდათ.

„რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცესპიკერის დაკავების პოზიციას. თუმცა,ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. ესსაფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვუფრთხილდებით გუნდურობასდა ამ პრინციპით ვმოქმედებთ“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა სიას ლობირებს, „არისარასწორი ინტერპრეტაცია“.

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან დეკემბერში გადადგა მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია დაასახელა და თქვა, რომ მისი გადადგომით ამ სიის განხილვა შეჩერდა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარსადგენი მოსამართლეების სია პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა, თუმცა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

კომენტარები