დონალდ ტრამპი

ტრამპმა კოლეჯებში ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულებს ბურგერები დაახვედრა [video]

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კოლეჯებს შორის ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულებს, Clemson Tigers-ს უმასპინძლა.

ტრამპმა მათ სწრაფი კვების ობიექტების ბურგერები დაახვედრა. იდეა თავად ტრამპს ეკუთვნოდა:

"ვფიქრობ დავახვედროთ მათ McDonald's-ი, Wendy's-ი, Burger King-ი და პიცა. არ ვხუმრობ. საინტერესო იქნება." თქვა მან და პირობა შეასრულა. ვახშამზე 300-მდე ბურგერი და სწრაფი კვების ობიექტების სხვა პროდუქტი იყო.

"მე მქონდა არჩევანი. მეთქვა რომ მათთვის საჭმელი არ გვაქვს იმიტომ, რომ მთავრობა დახურულია. ან პირველ ლედის მოემზადებინა პატარა სალათები. მაგრამ ვიფიქრე, რომ თქვენ სალათები დიდად არ გიყვართ."

თეთრი სახლის სპიკერის მიხედვით მთავრობის დახურვის გამო ტრამპმა საჭმლის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფარა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე 25 დღეა დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

კომენტარები