ნარკოდამოკიდებულება

ნიუ ჰემფშირის ციხეში ნარკოდამოკიდებულები მკურნალობის ფარგლებში ძაღლებს წვრთნიან [ფოტოები]

0 კომენტარი

ნიუ ჰემფშირის ციხეში ახალი პროექტი წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც, ცხოველების თავშესაფართან პარტნიორობით ნარკოდამოკიდებული პატიმრები ლეკვებს წვრთნიან.

პროექტში ამჟამად ორი კაცი და ორი ქალი პატიმარია ჩართული. ისინი სასჯელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო იხდიან. ძაღლების გაწვრთნა მათი მკურნალობის პროგრამის ნაწილია. ისინი ლეკვებს 2 თვის მანძილზე გაწვრთნიან, რის შემდეგაც ძაღლები სამხედრო ვეტერანებს და პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობის მქონე მაშველებს დაეხმარებიან.

"იმის ცოდნა, რომ ის შემდეგ სხვას დაეხმარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს გამოჯანმრთელებასთან ერთად, ეს ჩემს ცხოვრებას ცვლის. ეს ძაღლი ორ ცხოვრებას ცვლის." ამბობს ერთ-ერთი პატიმარი.

ნიუ ჰემფშირში ეს პირველი მსგავსი პროექტია, თუმცა აშშ-ის მასშტაბით სხვადასხვა საპატიმროებში, მათ შორის მიჩიგანში, მინესოტაში, აიოვაში და ნიუ იორკში მსგავსი პროექტები უკვე განხორციელებულა. პატიმრები მხოლოდ ძაღლებს არ უვლიან. ნიუ იორკის ერთ-ერთ გამოსასწორებელ დაწესებულებაში პატიმრებმა ხოხბის ლაპები გაზარდეს და შემდეგ ბუნებაში გაუშვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები