ჯვრის მონასტრის დაკეტვა

ჯვრის მონასტრის საძმო: მონასტერთან შექმნილ ანტისანიტარიაზე უმოქმედობა დაუშვებელია

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთანდაკავშირებით ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. საძმოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მათი გამოხატვის უკიდურესი ფორმაა და მიზნად საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს. განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ ტაძართან გარე ვაჭრობის შედეგად ანტისანიტარია და უწესრიგობაა. 

"გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.
გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა.”- წერია განცხადებაში.

ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის მეორე დღეა, ჩაკეტილია. აქ არც ქართველ და არც უცხოელ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს უშვებენ.

გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. 

მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. 

ერთ-ერთი მოვაჭრე, ხარება ოშკაძე რუსთავი 2-თან ამბობს, რომ სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს. 

კომენტარები