ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში ავტომანქანა ხეს შეეჯახა - გარდაცვლილები არიან მძღოლი და მისი ორსული ცოლი

metro.us

გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე ცოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები