ქუჩის მხატვრობა

არა სიბილწე, რელიგია, პოლიტიკა - მერიის მხარდაჭერილი სამხატვრო კონკურსის აკრძალვები

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერია მხარს უჭერს მიწიქვეშა გადასასვლელების მოხატვის კონკურსს, რომელსაც ორგანიზაცია "ნიკო" ატარებს. 

მერიის კულტურის საქალაქო სამსახური აღნიშნავს, რომ პროექტის მონაწილეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სამუშაო მასალები და მათთვის საგანგებოდ გამოიყოფა სახატავი ადგილები მიწისქვეშა გადასასვლელებში. 

აპლიკანტებმა "ნიკოს" ნებისმიერი ტიპის 5 ნამუშევარი, ბიოგრაფია და სხვა რამდენიმე დოკუმენტი უნდა გაგზავნონ, შეფასების კრიტერიუმებში კი ვკითხულობთ: 

  • არა პოლიტიკა
  • არა სიბილწე
  • არა რელიგია
  • არა რეკლამა

ტაბულას კითხვაზე, რა პრინციპით შემუშავდა კრიტერიუმები, პროექტის ავტორი, ორგანიზაცია ნიკოს წარმომადგენელი, სანდრო კვანტალიანი პასუხობს, რომ "მაქსიმალურად ცდილობენ, ისეთი თემები გამორიცხონ, რომელიც შეიძლება უცენზუროდ ჩაითვალოს". 

"მაქსიმალურად ვეცადეთ, თავი აგვერიდებინა იმ თემებისთვის, რომელიც შეიძლება ვიღაცის წყრომის მიზეზი გახდეს და ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს. 

ყველას თავისი რელიგია აქვს და რაღაცნაირად შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს ვიღაცისთვის ნახატში რაც იქნება ასახული. 

სიბილწე - ეს არის, მარტივად რო ვთქვათ, სამასოიანი სიტყვები მაგალითად, ან რომელიმე სასქესო ორგანო დიდად დახატული.

თუ ნახატი გამომწვევი და გამაღიზიანებელი იქნება, პატარა ბავშვებმა უნდა ნახონ ეს ნახატი, იმიტომ რომ საზოგადოებრივ სივრცეებში იქნება. თუ კინოში გვაქვს აკრძალვა და 13 წლამდე თუ არსებობს რაღაც შეზღუდვა, აქ ეს შეიძლება 5 წლის ბავშვმაც ნახოს. 

პოლიტიკას რაც შეეხება - დავუშვათ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ დაუკვეთა მხატვარს, რომ თავისი ლოზუნგი ან პარტიის მიერ წამოწეული თემატიკა გამოიტანოს წინ - ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური თემები, რაც შეიძლება იყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა  - ეს პროექტი არ არის 100%-ით სტრიტ-არტის პროექტი. 

ვინც ქუჩის ხელოვანია, ის ყველას ნებართვის გარეშე თავის სათქმელს გადაიტანს კედელზე. 

ეს ნახატები გვინდა ჩვენთვის, სატესტო პროექტია. გვინდა, ის გავზარდოთ, ბევრი სივრცეა, სადაც შეიძლება მსგავსი ტიპის ზონების გაჩენა. არ გვინდა, ამ პროექტს ვიღაცის უგუნერებამ ან სურვილებმა შეუშალოს ხელი", - ამბობს პროექტის ორგანიზატორი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები