ჭკვიანი კამერები

შსს-მ ბორჯომსა და თელავში სიჩქარის მზომი 18 სექციური "ჭკვიანი" კამერა აამოქმედა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური "ჭკვიანი" კამერა ამოქმედდა.

  1. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ბორჯომი) ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  2. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური) ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  3. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ახალციხე) ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  4. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ხაშური) ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  5. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან (გომბორი > ქ. თელავი) ვაზიანი-გომბორი -თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრამდე (გომბორი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  6. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გომბორი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრამდე (ქ. თელავი > გომბორი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  7. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (ქ. თელავი > გურჯაანი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  8. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან (გურჯაანი > ქ. თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (გურჯაანი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  9. თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან - დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  10. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

კომენტარები