კრიმინალი

ვერაზე დაცხრილული ავტომობილი დაგორდა, მანქანაში მძღოლი არ იჯდა

დათო ქორიძე / რადიო თავისუფლება

ვერაზე დაცხრილული ავტომობილი დაგორდა და სხვა მანქანას შეეჯახა. მანქანაში მძღოლი არ იჯდა. როგორც შსს-ში ამბობენ დეტალები ჯერჯერობით არ იციან და დაჭრილი არავინ არის. 

მანქანას ნატყვიარები საბარგულზე და ასევე საქარე მინაზე აქვს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები