ჩინეთის მისია მთვარეზე

მთვარეზე ჩინეთის მისიის მიერ ჩატანილი ბამბის თესლები აღმოცენდა

0 კომენტარი

მთვარეზე ჩინური მისიის, Chang'e-4-ის მიერ ჩატანილი ბამბის თესლები აღმოცენდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთვარეზე ბიოლოგიური მასალა გაიზარდა.

Chang'e 4 პირველი მისიაა, რომელიც მთვარის შორეულ მხარეზე დაეშვა. ზონდი მთვარეზე 3 იანვარს დაეშვა და აღჭურვილია მგრძნობიარე ინსტრუმენტებით, რომლებიც რეგიონის გეოლოგიას შეისწავლის. 

მცენარეები აქამდე გაუზრდიათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, მაგრამ არასდროს მთვარეზე. მცენარეების გაზრდა მნიშვნელოვანი იქნება გრძელვადიანი კოსმოსური მისიებისთვის, როგორებიცაა მოგზაურობა მარსზე, რომელსაც ორ-წელიწად-ნახევარი სჭირდება. 

კოსმოსში მოგზაურობისას ასტრონავტებს შეეძლებათ მოსავლის მოყვანა კოსმოსში, რაც გააქრობს საკვებისთვის დედამიწაზე დაბრუნების საჭიროებას. 

მცენარესთან ერთად აპარატში მოთავსებული კონტეინერი შეიცავს დედამიწიდან წაღებულ სხვა ცოცხალი სახეობებს - ბამბა, კარტოფილი, რაფსი, ხილის ბუზის კვერცხი და სოკო. ისინი 18 სანტიმეტრის სიმაღლის და 3 კილოგრამის ტევადობის დახუფულ ყუთშია მოთავსებული, რომლის დიზაინი 28 ჩინურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა. მასში მოთავსებულ ორგანიზმებს აქვთ ჰაერის, წყლის და საკვები ნივთიერებების მარაგი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები