დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტმა მეის წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა

EPA

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეისათვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვა, რომელიც ხვალ გაიმართება.

ტერეზამ მეიმ უკვე დაძლია კონსერვატიული პარტიის მიერ გამოცხადებული უნდობლობა. მიზეზი ბრექსითის შეთანხმება იყო. ამის შემდეგ მეიმ პარლამენტში შეთანხმების კენჭისყრა გადადო და ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლება სცადა.

დეკემბერში ტერეზა მეიმ მოსახლეობა და ბიზნესები გააფრთხილა, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებისათვის მომზადებულიყვნენ. მას მიაჩნია, რომ ამ შეთანხმების ალტერნატივა შეთანხმების გარეშე გასვლა, ან ევროკავშირში დარჩენაა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა, ხოლო გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო. მას შემდეგ მოლაპარაკებების შედეგით უკმაყოფილების გამო პოსტი რამდენიმე მინისტრმა დატოვა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ბრექსითის მინისტრებმა დევიდ დეივისმა და დომინიკ რაბმაც.

ვრცლად ტერეზა მეის ხელშეკრულების შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

კომენტარები