კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმროს თავს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა. პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 15 ადამიანი. მათივე თქმით სასტუმროს ალყა დასრულებულია, თუმცა მედიის ინფორმაციით დედაქალაქში სროლის და აფეთქების ხმა კვლავ ისმის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით დაღუპულთა შორის ამერიკის ერთი მოქალაქეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალურმა დაჯგუფებამ ალ-შაბაბმა აიღო. თავდამსხმელების ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.