მექსიკა

"ელ ჩაპოს" სასამართლოზე მოწმის თქმით მექსიკის ექპრეზიდენტმა კარტელისგან $100 მლნ. ქრთამი აიღო

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ნიუ იორკის სასამართლოში მექსიკელი ნარკობარონის, ხუაკინ გუზმანის, იგივე "ელ ჩაპოს" სასამართლო პროცესზე მოწმემ, ალექს სიფუენტესმა თქვა, რომ მექსიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ გუზმანისაგან ქრთამის სახით 100 მილიონი აშშ დოლარი აიღო.

მისივე თქმით ქრთამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა.

პენია ნიეტო მექსიკის პრეზიდენტის პოსტს 2012-2018 წლებში იკავებდა. რაც შეეხება 61 წლის გუზმანს, მისი სასამართლო პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნარკოტრეფიკინგის და აშშ-ში კოკაინის, ჰეროინის და სხვა ნარკოტიკის შეტანის ბრალდებით მექსიკიდან მისი ექსტრადიცია მოხდა.

გუზმანი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სინალოას კარტელს მეთაურობდა. სიფუენტესი ამბობს, რომ ის "ელ ჩაპოს" მარჯვენა ხელი იყო და მისი მდივნის მოვალეობას ასრულებდა. სიფუენტესი გუზმანთან ერთად ორი წელი იმალებოდა, თუმცა 2013 წელს მექსიკაში დააკავეს და აშშ-ში ექსტრადიციის შემდეგ ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობა აღიარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები