ამინდის პროგნოზი

"წვიმა, ძლიერი ქარი, ნისლი, თოვა, ქარბუქი" - როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე

გარემოს ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი.

18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა - დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში).

თბილისში 16 იანვარს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი ინება. 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, იქროლებს ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღის საათებში +4 გრადუსამდე დაიკლებს. 18 -19 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები