მართლმსაჯულების რეფორმა

ევროპული საქართველო მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოდის

ევროპული საქართველო მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოდის. ევროპული საქართველოს ინიციატივაა პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, რომლითაც მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ მიერ გამჭვირვალე პროცედურებისა და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენის გარეშე წარმოდგენილი სიის უკან გაწვევის თაობაზე. პარტია ასევე გამოდის ინიციატივით, თუ რა დამატებითი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა. 

ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი;

ბ) ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ მიღებულ აქტებს.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, პარტიის ინიციატივთ, ჯგუფის მუშაობაში დეპუტატების გარდა, უნდა ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ასევე ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს და შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად.

მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული სხვა ინიციატივები: 

4. პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, კერძოდ:

ა) კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდეს გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის;

ბ) პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართოს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.

5. ნაფიც მსაჯულთა განსჯადობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეცია გაუქმდეს 2021 წლიდან და სისტემა ამოქმედდეს სრულად. 

6. პროაქტიულად გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პირის პერსონალური ინფორმაცია დაიფაროს მხოლოდ მხარის მოთხოვნითა და მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარსადგენი მოსამართლეების სია პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა, თუმცა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. განხილვის გადადების შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

 

კომენტარები