Picture This Clothing-ის დამფუძნებელმა ჯეიმი ნიუბერიმ ყველა პატარა მოდის დიზაინერს ოცნება აუხდინა. კომპანია ბავშვების ნახატებს ტანსაცმლად გარდაქმნის, შესაბამისად, ბავშვებს შეუძლიათ "თავიანთი წარმოსახვა ჩაიცვან."
ეს იდეა ნიუბერის, ორი გოგოს დედას გაუჩნდა, როდესაც შვილს მისი ნახატის მსგავს კაბას უკერავდა.
ამ კაბამ ქალიშვილების მეგობრებზე და მათ მშობლებზე დიდი გავლენა მოახდინა, ამან ჯეიმის ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგა. სამ ბიზნეს პარტნიორთან ერთად ნიუბერიმ პატარა "კვლევა" ჩაატარა და გადაწყვიტა შეექმნა კაბები, რომლის დიზაინსაც ბავშვები თვითონ მოიგონებენ.