ვახუშტის ხიდი

რეაბილიტაციის გამო ვახუშტის ხიდი 4-5 თვით ჩაიკეტება

droa.ge

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

მისი თქმით, 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა და დადგინდა რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული. 

"მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამ პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება",- ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამუშაოები და თბილისის მოსახლეობას ამ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება. 

სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. 

კომენტარები