ქეით მოსი

ქეით მოსი 46 წლის გახდა - ლეგენდარული სუპერმოდელის ფოტოები

0 კომენტარი
მარიო სორენტის სურათი

დღეს ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი 46 წლის გახდა.

უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში ქეით მოსი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მოთხოვნადი სახე არის მოდაში.

"მახსოვს მის გვერდით ვიჯექი და მეგონა რომ გული გამიჩერდებოდა - მისმა სილამაზემ მთლიანად მომიცვა" - იხსენებს მარიო სორენტი.

მარიო სორენტი ფოტოგრაფი და ქეით მოსის შეყვარებული იყო. წყვილმა ერთმანეთი ლონდონში, 1991 წელს გაიცნო.

"ის მომხიბვლელი გოგოდან ლამაზ ქალად ტრანსფორმირდა, მაგრამ ის ლამაზზე მეტია - მას შეუძლია გახდეს ნებისმიერი რამე ან ვინმე. გასაოცარი სიღრმე აქვს, არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ როდესაც ქეით მოსს ფოტოებს უღებ, ის არ არის მხოლოდ მოდელი, შენ შეგიძლია დაინახო და დაიჭირო რაღაცები მის მიღმაც", - ამბობს მარიო სორენტი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები