აფეთქება დიდ დიღომში

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკა იმედის ექიმმა დაადასტურა. ექიმები მის გადარჩენას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ორი საათის წინ მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები