კენია

კენიის დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კენიის დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაშავებულია 28 ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ ცხრამეტს.

გარდაცვლილებს შორის არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერის ტერორისტულ თავდასხმას გადაურჩა. დაღუპულია ბრიტანეთის ერთი მოქალაქეც.

ნაირობიში სასტუმროს თავს შეიარაღებული დაჯგუფება გუშინ დაესხა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალურმა დაჯგუფებამ ალ-შაბაბმა აიღო. მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდასხმა დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პასუხია.

კენიის პრეზიდენტის თქმით 5 თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები